Monday, May 18, 2015

სასწავლო პროცესის ახალი გზა

               შემაჯამებელი  ტესტირება Edmodo- ს გამოყენებით
მიმდინარე   წლის  18 მაისს  XI  კლასში  გეგმიური  შემაჯამებელი მეცადინეობა  (N-4) ჩავატარე    Edmodo-ს გამოყენებით,ტესტირების  პროცესი ინფორმატიკის კაბინეტში   მიმდინარეობდა, სადაც უკვე  ერთ  თვეში მათ საატესტატო  გამოცდების  ჩაბარება  მოუწევთ.
გამოსაკითხი  მასალა 5 ტიპის  კითხვებისაგან შედგებოდა,იყო როგორც არჩევითპასუხიანი,ასევე ღია ტიპის,მცდარია და ჭეშმარიტია,შესაბამისობები  და ა.შ.
მოსწავლეები დიდი  ინტერესით  მოეკიდნენ  დავალებების  შესრულებას,თუმცა  შედეგებით  არც  თუ  ისე  კმაყოფილი  დავრჩი,გამოცდებზე  უკეთესესის  მოლოდინი  მაქვს.

Friday, May 15, 2015

კერძო სკოლების ასოციაცია



2015 წლის 11 მაისს    საქართველოს კერძო სკოლათა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში მოქმედ კერძო სკოლათა წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  

 დღის წესრიგი
 მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე: ლია გიგაური

2.      ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მოთხოვნებში შესატანი ცვლილებების პროექტი;
  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე:                                                               გიორგი შარვაშიძე


3.           სასკოლო ელექტრონული ჟურნალების წარმოების პრაქტიკის და შემდგომში        სრულყოფის შესახებ;
      შეხვედრა  საკმაოდ  საინტერესო და საქმიან  ვითარებაში  წარიმართა,მოხდა მთელ  რიგ  საკითხებზე  აზრთა  გაცვლა-გამოცვლა.  კერძო  სკოლების მომავალი  დიდადაა დამოკიდებული საგანმანათლებლო  სფეროში  მიმდინარე სიახლეების უკლებლივ  განხორციელებაზე,ისინი  უნდა განვითარდნენ ,ამდენად  ასეთ შეხვედრებს და ურთიერთგამოცდილების  გაზიარებას  ძალიან  დიდი მნიშვნელობა აქვს  და ჩემი  აზრით  ის უნდა  ატარებდეს სისტემატურ  ხასიათს.