ტრენინგები და სემინარები

მიმდინარე წლის  15 მარტს   თბილისის 155-ე სკოლაში "ასოციაცია-ბიოს" ორგანიზებით  ჩატარდა მასტერკლასი.მასტერკლასი  განკუთვნილი  იყო  საბუნებისმეტყველო  საგნების, სამოქალაქო  განათლების,უცხო ენის მასწავლებლებისათვის,იგი მოიცავდა ინტეგრირებული გაკვეთილების მოდელირებას  სხვადასხვა საგნობრივ  ჯგუფებთან,რაც განკუთვნილი  იყო სამივე  საფეხურისათვის, დღემ საკმაოდ  საინტერესოდ  და შინაარსიანად  ჩაიარა,იყო ჯგუფური  მუშაობები და აზრების გაცვლა-გამოცვლა. მსმენელებს  გადმოგვეცა მასტერკლასზე გამოყენებული მასალები და  ასევე სერთიფიკატები.
  თვითშეფასებაკოლეგებიმასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნულ  მასწავლებლისპროფესიულიგანვით  თვითშეფასებაკოლეგტრენინგები და სემინარები ----------- სერთიფიმასტერკლასი თემაზე - "ი ნ ტ ე გ რ ი რ ე ბ უ ლ ი გაკვეთილების მოდელირება                                           15 მარტს, თბილისის 155 სკოლაში , ჩატარდა "ასოციაცია-ბიოს" ეგიდით მასტერკლასი თემაზე - "ი ნ ტ ე გ რ ი რ ე ბ უ ლ ი გაკვეთილების მოდელირება”. 


      ,,საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია




                                                                                            
2014 წლის 21-23 ნოემბერს მონაწილეობა მივიღე მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა
და ინტელის, მაიკროსოფტის, იუ-ჯი-თის მხარდაჭერით, თბილისში
,,ქორდიად - მერიოტში მიმდინარე“ საქართველოს საგანმანათლებლო
ტექნოლოგიების კონფერენციაში“.
კონფერენციის 1 დღე. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქ-ნმა ლია გიგაურმა და მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბ-ნმა გიორგი
მაჩაბელმა გახსნეს.

ჩემს მიერ წინასწარ შერჩეული სესიებიდან ამ დღეს მოვისმინე 
საინტერესო მოხსენებები:
1.      საგანმანათლებლო ტექნოლოგიების თანამედროვე ტენდეციები

21- საუკუნეში (მომხსტატიანა ნანაევა).

კონფერენციის სამივე დღე ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო
ძირითადი თემატური მიმართულებები იყო:

·    საგანმანათლებლო  ტექნოლოგიები  და მათი  გამოყენება  სასწავლო  პროცესში;
  •   საგანმანათლებლო  ტექნოლოგიების  სფეროში  მიმდინარე  მიმდინარე  ტენდენციები  და განპირობებული  ცვლილებები;
    · საკლასო  ოთახში  არსებული  ტექნიკური  პრობლემების  გადაჭრის  გზები;    
    კონფერენციის ფარგლებში  ასევე   მოეწყო  ტექნოლოგიების  გამოფენა  და პრაქტიკული  აქტივობები  სხვადასხვა  კომპიუტერული  მოწყობილებისა  და   პროგრამული  უზრუნველყოფის   მიზნით.



                        

                                               





           


     2014  წლის  4,5,6,7 ნოემბერს წყალტუბოში ჩატარდა  კონფერენცია                                                  „განათლების მართვის აქტუალური საკითხები“.
                კონფერენციის დღის წესრიგი:
                                                             1 დღე.

ძლიან მომეწონა მაია ინასარიძის მოხსენება "დირექტორის როლი სკოლის  ბაზაზე მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში".



2 დღე:
ძალიან მომეწონა პრეზენტაცია 1."საგნობრივი  კათედრების მუშაობა",ასევე
2.პრეზენტაცია "სკოლის პერსონალის  პროფესიული  განვითარება"
3".მოსწავლეთა  თვითმმართველობა-ლიდერობის გზა"

          
3 დღე.
 ძალიან მომეწონა მოხსენება "სკოლის  დირექტორის  მმართველობითი  სტილი და მასწავლებელთა პროფესიული  გადაწვა"
ასევე მეორე თემა: "მშობელთა  და საზოგადოების (თემის) ჩართულობა  სკოლის მართვაში"
შემდეგ  კი იყო  თემატური  პარალელური workshop-ები
  ჯგუფებში იხილებოდა ისეთი საინტერესო საკითხები,როგორიცაა:
  • "როგორ წავახალისოთ მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა  სკოლაში"
  • "როგორ შევქმნათ  თანამშრომლობითი  გარემო სკოლაში"
  • :"როგორ შევუწყოთ ხელი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სკოლაში"                  

                           


4 დღე. კონფერენციის ძირითადი საკითხების შეჯამება-თავმოყრა მოხდაასევე გავუზიარეთ  ერთმანეთს  საკუთარი გამოცდილებები. ვიმსჯელეთ  სკოლებში  არსებულ  პრობლემებზე  და დავსახეთ  მათი გადაჭრის  ჩვენეული გზები.ამით  ჩემი  აზრით,ეს  საინტერესო და შინაარსიანი  კონფერენცია დაიხურა  და დავემშვიდობეთ ერთმანეთს მომავალში  კოლეგიალური  ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების  იმედით. 







No comments:

Post a Comment