ტრენინგები და სემინარები

2015  წლის  ივლისის  თვეში  გავიარე   საგნობრივი ტრენინგი.

   მოდულის დასახელება- "მრავალფეროვანი  სტრატეგიების  გამოყენება ბიოლოგიის  სწავლებისას"
ჩამტარებელი ორგანიზაცია- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
ჩატარების ადგილი-ქუთაისის მასწავლებლის სახლი.
ტრენინგის ხანგრძლივობა-20  საათი.
ტრენერი- დარეჯან  ლორთქიფანიძე
ტრენინგის ჩატარების დრო- 6-დან 9 ივლისის ჩათვლით.
ტრენინგზე ყურადღება  გავამახვილეთ  თვითშეფასებასა და  პრობლემური  საკითხების  გამოკვეთაზე  საკუთარ  პროფესიულ  განვითარებაში. ბიოლოგიის სწავლების მიზნებს  და ამოცანებზე ,ბიოლოგიის გაკვეთილის დაგეგმვსა და საგაკვეთილო პროცესში მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებზე, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებზე   ბიოლოგიის სწავლების პროცესში, მეცნიერული კვლევა-ძიების უნარების განვითარებზე და ა.შ.
ვიმსჯელეთ მოსწავლეთა  წარმატებისა  და წარჩინების ძირითად  მახასიათებლებზე, ეროვნული სასწავლო გეგმის  9 გამჭოლ კომპეტენციებზე როგორიცაა:
1. წიგნიერება.
2. მედიაწიგნიერება.
3. ციფრული წიგნიერება
4. რაოდენობრივი წიგნიერება
5.ეკოლოგიური წიგნიერება.
6.მრავალენობრივი (პლურილინგვური) კომპეტენცია.
7. სემიოტიკური კომპეტენცია. 
8. სწავლის სწავლა. 
9.სოციალური და სამოქალაქო  კომპეტენცია;

ვიმსჯელეთ მასწავლებლის საგნობრივ სტანდარტზე და  და სხვადასხვა  სახის  სასკოლო აქტივობებზე.
საკმაოდ  დიდი  დრო დავუთმეთ  გენეტიკის  ამოცანებზე  მუშაობას,სხვადასხვა დიაგრამებისა და  გრაფიკების გამოყენებით დავგეგმეთ  შემოქმედებითი  და მოქნილი გაკვეთილები ჯგუფურად.




                                                                                             
ვიმსჯელეთ   შეფასების   კომპონენტზე როგორც სწავლა-სწავლების  ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალზე,გარკვეული დრო დავუთმეთ  მოლეკულური ბიოლოგიისა და  ბიომეტრიის  ელემენტების  საკითხებს;ბოლო დღემაც საინტერესოდ  ჩაიარა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. მგონია რომ მაქვს საკმარისი სტიმული რომ ეს თეორიული ცოდნა და უნერები გამოვიყენო პრაქტიკაში  და მეტი  გაკვეთილები დავგეგმო  ისტ-თან ინტეგრირებაში  და მოსწავლეებსაც გავუღვიძო ინტერესი ამ საგნის უკეთ  შესწავლის მიზნით.


No comments:

Post a Comment