Saturday, March 7, 2015

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

2015  წლის  24 თებერვალს  შედგა  შეხვედრა  განათლებისა  და  მეცნიერების  სამინისტროში,სადაც   განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ  კერძო სკოლების ხელმძღვანელ  პირებს გაგვაცნო    მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა. 
შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემაზე, როგორც ერთიან სისტემაზე, რომლის ფარგლებშიც, უზრუნველყოფილია მასწავლებლების კომპეტენციების კომპლექსური შეფასება და უწყვეტი განვითარება, ასევე პროფესიაში შესვლის გზები და ის ეტაპები, თუ როგორ უნდა მოხდეს პედაგოგის კარიერული წინსვლა.

იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებლის პროფესია არის რეგულირებადი და აუცილებელია პედაგოგთა პროფესიული განვითარება, უნდა განისაზღვროს რა ფორმით მოხდება კერძო სკოლების ჩართულობა ახალ სისტემაში - ამ და სხვა სქემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე გაიმართა მსჯელობა შეხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ ახალი სქემა ითვალისწინებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პედაგოგიური კადრების მომზადებასაც და ამ მიზნით, ძირეულად გარდაიქმნება საუნივერსიტეტო დონეზე მასწავლებლების მომზადების პროგრამებიც. ახალი საბაკალავრო პროგრამების დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს ექნებათ როგორც დარგობრივი, ისე მეთოდური და პრაქტიკული ცოდნა. მომავალში ასეთ კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა იარსებებს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში.

საქართველოში სულ 246 კერძო სკოლაა. აქედან 123 თბილისში მდებარეობს დანარჩენი კი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია განთავსებული,შეხვედრაზე  კერძო  სკოლების  უმრავლესობა  უყო  წარმოდგენილი;
https://www.youtube.com/watch?v=zpcBSq3jMH4&feature=youtu.be

Tuesday, March 3, 2015

ტრენინგები და სემინარები


                                  ტრენინგის   ანგარიში
 ტრენინგ მოდული:  "უნარ-ჩვევები მოზარდებისათვის"

ტრენინგის  ჩამტარებელი  ორგანიზაცია "Tskaltubo Lions Club International"-ი   
ტრენინგის ჩატარების  დრო:  17 – 18  ივლისი   2014  წელი  (10 სთ)
 ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ტრენერი და ""Lions Quest" -ის ხელმძღვანელი პროფესორი   ნინო ბესელია
პროგრამის ამოცანები:
·         განავითაროს  მოზარდებში  დადებითი  პოტენციალი;
·         განავითაროს  მოზარდებში  სასიცოცხლოდ  აუცილებელი უნარ-ჩვევები და თვისებები,პიროვნული და სოციალური პასუხისმგებლობა;
·         ხელი შეუწყოს მშობლებს შვილების  აღზრდის  პროცესში;
·         ასწავლოს მზრუნველ უფროსებს,თუ როგორ დაეხმარონ  ახალგაზრდებს  რთულ სიტუაციებში;
  რეზიუმე:
·         ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისთვის    განკუთვნილი  ტრენინგი  "უნარ-ჩვევები მოზარდებისათვის"  საინტერესო  აღმოჩნდა,ტრენინგის  განმავლობაში   ვიმსჯელეთ  და  განვიხილეთ   მასწავლებლის  დამოკიდებულებები   საკუთარი პროფესიის   მიმართ.  ვისაუბრეთ   და გავაანალიზეთ  თუ როგორ  უნდა დავგეგმოთ და გამოვიყენთ პროგრამით  გათვალისწინებული  თემატიკა  გაკვეთილებზე.როგორ უნდა შეუქმნას სკოლამ  უსაფრთხო  და მზრუნველი გარემო   გაკვეთილებზე.
·         ყურადღება გამახვილდა სწავლა-სწავლების ძირითად სამკუთხედზე: "ცოდნა-უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები",რაც დემოკრატიულ სასწავლო პროცესს მთავარ  ზოლად უნდა გასდევდეს თან.
ტრენინგის მეორე დღეს   ძირითადად ყურადღება  გამახვილდა ისეთი  უნარ-ჩვევების განვითარებაზე,როგორიცაა  ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება ,სოციალური უნარ-ჩვევისა ,  და ა.შ. რასაც ეყრდნობა  ძირითადად  ჰუმანისტური  პედაგოგიკა
 მნიშვნელობის  დასაბუთება:
·         ტრენინგის  ყოველი  მონაწილე  შეძლებს  მიღებული  ცოდნა  გაუზიროს  კოლეგებს  საგნობრივი  კათედრის  სხდომაზე  და მიღებული  ცოდნა აქტიურად  გამოიყენოს  სასწავლო  პროცესსა და  პედაგოგიურ  პრაქტიკაში.

                                                                          
                                                                     


                                                                                                     
                                მ.ონიანი
                                                                               20  ივლისი    2014 წელი

Monday, March 2, 2015

სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია

       2014-2015  სასწავლო  წელი
მოსწავლეთა   69-ე  სასწავლო-შემოქმედებითი   კონფერენციისთვის  თემები  დაამუშავეს  1.მიხეილ   დარსაველიძემ-IX კლ.
 " უჩვეულო გენეტიკური   მუტაციები  ადამიანში" 
    2.სალომე  ბენდელიანმა-  X კლასი
      "მცენარე  და  ფოტოსინთეზი"
ორივე  თემა დაშვებულ  იქნა ჯერ  საგიმნაზიო,შემდეგ კი საქალაქო  ტურებზე და  გაიგზავნა  საკონკურსოდ  რესპუბლიკურ  ტურში მონაწილეობისთვის.
მე მინდა  ორივე  თემის  ავტორს  დამსახურებული  წარმატებები და კვლავაც  მეცნიერული  კვლევა-ძიებებით  დაინტერესება  ვუსურვო.


       
                                                                                                                                                                                                                                                                                           


2015   წლის    18  აპრილს   მოსწავლეთა   69-ე  სასწავლო-შემოქმედებითი   კონფერენციის   დასკვნითი  ეტაპი  გაიმართა  თბილისის მოსწავლეთა  რესპუბლიკურ   სასახლეში, სადაც თემამ "მცენარე  და  ფოტოსინთეზი " I ხარისხის  დიპლომი  დაიმსახურა ,ხოლო  მეორე თემამ    "უჩვეულო გენეტიკური   მუტაციები  ადამიანში"   კი        სასახლის   სიგელი.მინდა  კვლავაც  წარმატებები  ვუსურვო  ჩემს  მოსწავლეებს,რაც უზომო ბედნიერებას  მანიჭებს მე.  

2013-2014 სასწავლო წელი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

    2013-2014  ეროვნული  სასწავლო ოლიმპიადის    მეორე ტურში  გამარჯვების       სიგელი  ბიოლოგიაში.
  

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა


                                            2017-2018     სასწავლო  წელი

              ტურში მონაწილე  მოსწავლეთა    რაოდენობა:


               Xკლ,-  4  მოსწავლე                        
               XI კლ-   7   მოსწავლე 

               XIIკლ-   1  მოსწავლე
               II ტურში გადასული მოსწავლეები:
               1.იობიძე  ნანა -X კლ.
                2.  სებუა  ანი-  XI კლ.
                 

          2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის

      I ტურში მონაწილე  მოსწავლეთა  სია    (17.10.2015 წ

 1.ბენდელიანი  სალომე  -  XI კლასი

2.გვიდიანი  გიორგი -      XI კლასი   

3.  ბაბუნაშვილი ანა -  Xკლასი
4. დანგაძე   ანი     X კლასი     
5.ჯიქია  ლუკა -   X კლასი
6.მეშველიანი   დიანა  -      XII კლასი   
  7.ქებაძე  აკაკი--   XII კლასი

 2014-2015 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის

ტურში მონაწილე  მოსწავლეთა  სია    (11.10.2014 წ)

1.ბენდელიანი  სალომე  -  X კლასი
2.გვიდიანი  გიორგი -      X კლასი   
3. დვალიძე  გიორგი -  X კლასი
4.  ხაბულიანი   ირაკლი -    X კლასი     
5.უგლავა    გიორგი-   X კლასი
6.ჩარქსელიანი  ეკა  -      XI კლასი   
  7.დადუნაშვილი  სალომე-   XI კლასი
8.კრავცოვა  ელენე    XII  კლასი  
                   
2014-2015 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის
II ტურში გადასული მოსწავლეების სია
  1.ბენდელიანი  სალომე  -  X კლასი
2.ჩარქსელიანი  ეკა  -      XI კლასი   
 3.დადუნაშვილი  სალომე-   XI კლასი
 4.კრავცოვა  ელენე    XII  კლასი