Tuesday, March 3, 2015

ტრენინგები და სემინარები


                                  ტრენინგის   ანგარიში
 ტრენინგ მოდული:  "უნარ-ჩვევები მოზარდებისათვის"

ტრენინგის  ჩამტარებელი  ორგანიზაცია "Tskaltubo Lions Club International"-ი   
ტრენინგის ჩატარების  დრო:  17 – 18  ივლისი   2014  წელი  (10 სთ)
 ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ტრენერი და ""Lions Quest" -ის ხელმძღვანელი პროფესორი   ნინო ბესელია
პროგრამის ამოცანები:
·         განავითაროს  მოზარდებში  დადებითი  პოტენციალი;
·         განავითაროს  მოზარდებში  სასიცოცხლოდ  აუცილებელი უნარ-ჩვევები და თვისებები,პიროვნული და სოციალური პასუხისმგებლობა;
·         ხელი შეუწყოს მშობლებს შვილების  აღზრდის  პროცესში;
·         ასწავლოს მზრუნველ უფროსებს,თუ როგორ დაეხმარონ  ახალგაზრდებს  რთულ სიტუაციებში;
  რეზიუმე:
·         ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისთვის    განკუთვნილი  ტრენინგი  "უნარ-ჩვევები მოზარდებისათვის"  საინტერესო  აღმოჩნდა,ტრენინგის  განმავლობაში   ვიმსჯელეთ  და  განვიხილეთ   მასწავლებლის  დამოკიდებულებები   საკუთარი პროფესიის   მიმართ.  ვისაუბრეთ   და გავაანალიზეთ  თუ როგორ  უნდა დავგეგმოთ და გამოვიყენთ პროგრამით  გათვალისწინებული  თემატიკა  გაკვეთილებზე.როგორ უნდა შეუქმნას სკოლამ  უსაფრთხო  და მზრუნველი გარემო   გაკვეთილებზე.
·         ყურადღება გამახვილდა სწავლა-სწავლების ძირითად სამკუთხედზე: "ცოდნა-უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები",რაც დემოკრატიულ სასწავლო პროცესს მთავარ  ზოლად უნდა გასდევდეს თან.
ტრენინგის მეორე დღეს   ძირითადად ყურადღება  გამახვილდა ისეთი  უნარ-ჩვევების განვითარებაზე,როგორიცაა  ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება ,სოციალური უნარ-ჩვევისა ,  და ა.შ. რასაც ეყრდნობა  ძირითადად  ჰუმანისტური  პედაგოგიკა
 მნიშვნელობის  დასაბუთება:
·         ტრენინგის  ყოველი  მონაწილე  შეძლებს  მიღებული  ცოდნა  გაუზიროს  კოლეგებს  საგნობრივი  კათედრის  სხდომაზე  და მიღებული  ცოდნა აქტიურად  გამოიყენოს  სასწავლო  პროცესსა და  პედაგოგიურ  პრაქტიკაში.

                                                                          
                                                                     


                                                                                                     
                                მ.ონიანი
                                                                               20  ივლისი    2014 წელი

No comments:

Post a Comment