Friday, July 25, 2014

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  თამარ  სანიკიძის 2014 წლის 15 ივლისის  N-88/ნ  ბრძანებით "საქართველოს  ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებში სასწავლო  წლისა და არდადაგების  დაწყებისა  და დასრულების თარიღების  განსაზღვრის  შესახებ",2010  წლის  3 სექტემბრის  N-84/ნ ბრძანებაში  ცვლილება  შევიდა ,რომლის  თანახმადაც:
საქართველოს  ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებში სასწავლო  წლისა დაწყების  თარიღად    10 სექტემბრის   შემდგომი პირველი  ორშაბათი  განისაზღვრა,ხოლო დასრულების  თარიღად     10  ივნისის  შემდგომი  პირველი  პარასკევი.
 მინისტრის  ბრძანების  მიხედვით  საქართველოს  ზოგადსაგანმანათლებლო  სკოლებში,  პირველი  და დამამთავრებელი  კლასის მოსწავლეებისთვის  სასწავლო  წელი  20  მაისს დასრულდება,თუ  აღნიშნული  თარიღი  ემთხვევა  უქმე  ან  დასვენების  დღეს,სასწავლო  წელი  20  მაისამდე  ბოლო  სამუშაო  დღეს დასრულდება.
ზამთრის  არდადაგები  დაიწყება -30  დეკემბრიდან   და 14 იანვრის  ჩათვლით  გაგრძელდება.


ფოტოების  გამოყენება სასწავლო  პროცესში

No comments:

Post a Comment