Thursday, October 22, 2015

2015-2016 სასწავლო წელი -ღია გაკვეთილები.

    2015 წლის 22 ოქტომბერს   ჩატარდა ღია  გაკვეთილი   Xკლასში,
              საგნები  საღმრთო  სჯული-ბიოლოგია 
       
       
   მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარდათ  საიფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტში,       გაკვეთილი დავიწყეთ  მოკლე ვიდეოკოლაჟით,     ვიდეო    


1.  გაკვეთილის თემა
არაორგანული  ნივთიერებები- წყალი,მისი ფიზიკური და ქიმიური თვისებები,მისი მნიშვნელობა ადამიანის  ორგანიზმისათვის;
2.  სწავლების საფეხური და კლასი
 საშუალო -     X  კლასი
3.  ინტეგრირებული საგნები,მასწავლებლების სახელი, გვარი
საგნები
მასწავლებლ(ებ)ის სახელი, გვარი
საღმრთო  სჯული
ბიოლოგია
+ დეკანოზი  ზურაბი  (სუბელიანი)

მაია  ონიანი
4.  მოსწავლეთა რაოდენობა
17  მოსწავლე
5.              განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
 ასეთი   საჭიროებების მქონე  მოსწავლეები კლასში  არ  არიან.
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
ბიოლ. წყლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების საფუძველზე გაიაზრებენ  წყლის ბიოლოგიურ  როლს   
   დაასაბუთებენ  ამ  ნივთიერების აუცილებლობას სიცოცხლისა და  ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესებისათვის;
საღმრთო  სჯული:  შეისწავლიან ნაკურთხი წყლის თვისებებს და მის დადებით ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
   შედეგი  თვალსაჩინოა,თუ  მოსწავლე:
ბიოლ.X.5.3. ასაბუთებს  უჯრედის  შემადგენლობაში შემავალი    არაორგანული  და ორგანული  ნივთ-ბების აუცილებლობას ორგანიზმისთვის;
ბიოლ.X.5.5. წყლის ფიზიკური  და ქიმიური  თვისებების  საფუძველზე  ასაბუთებს  სიცოცხლისათვის  მის  აუცილებლობას;
კვლ.X-4. მოსწავლეს  შეუძლია  მონაცემთა ანალიზი  და შეფასება.
8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
            გაკვეთილის  მსვლელობა;  
 აქტივობა I.  ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების შემდეგ   საგაკვეთილო  განწყობის  შესაქმნელად ვიდეოს ჩვენება-„წყალი  ბუნებაში“ https://www.youtube.com/watch?v=a5y9X-2NIGo ( 5წთ)
მოსწავლეთა გააქტიურება ვიდეოს მიხედვით  წყლის ბუნებრივი  მდგომარეობების განხილვა;  მოსწავლეები ასაბუთებენ წყლის როლს დედამიწაზე  ცოცხალი ორგანიზმებისათვის;
აქტივობ II.  (2წთ) დაფაზე წარმოდგენილი უჯრედის ქიმ.შედგენილობის სქემის ცარიელი უჯრების შევსება გონებრივი იერიშით.
უჯრედის ქიმიური შემადგენლობააქტივობა III.  (8 წთ) მოსწავლეები წარმოადგენენ წყალთან დაკავშირებულ   საპრეზენტაციო მასალას, რომელიც საშინაო დავალებად ჰქონდათ მიცემული.
1.რა ფუნქციება ასრულებს ორგანიზმში  წყალი?
2.წყალი და მისი განსაკუთრებულობა.
3.საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ;
4.წყლის მეხსიერება;
  მოკლე  რეპლიკა  მამა ზურაბის ჩართვა წყლის მეხსიერებასა და მის პოზიტიური და ნეგატიური  გავლენის  შესახებ;
  აქტივობა IV. მინი ლექცია  (15წთ)
v  წყლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების განხილვა;
v  .წყლის ბიოლოგიური ფუნქციები;
v  სენსაციური სიახლეები წყალზე;
    აქტივობა V.  მოკლე  ვიდეო - წყლის კურთხევა  (4წთ)
      მოკლე საუბარი  მამაოსი  ნაკურთხი  წყლის გავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე;  ( 9წთ)
     {მაგალითები  სახარებიდან - (იოან 4.10);  (იოან 4.14);  
               ( იოან 9: 6.7).;   ( მარკ.4: 38-39);  (მათ. 14: 24-26): }
VI.  საშინაო   დავალება -2  წთ.
$1.2.  გვ.9 _ 14,  კითხვებზე პასუხების  დაწერა საშინაო დავალების რვეულებში;
საღმრთო  სჯული-
9.   შეფასება
შეფასება  განმსაზღვრელი და განმავითარებელი
10. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

ტექნიკა და ინსტრუმენტები X       კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელონ.ზაალიშვილი ნ.იოსებაშვილის ავტორობით;დამხმარე  ბიოლოგიური   ენციკლოპედია,   1 კომპიუტერი პროექტორი ცხრილები,დიაგრამები პლაკატები,  დაფა,  ცარცი;


                                                             










       

კონფერენცია 2015 წლის 22 – 25 ოქტომბერი

                              მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
                                                                            კონფერენცია
                         განათლების მართვის აქტუალური საკითხები - 2015
2015 წლის 22 ოქტომბერს, წყალტუბოში განათლების მართვის აქტუალურ საკითხებზე კონფერენცია  გაიხსნა, კონფერენცია დღის  15:00 საათზე  გახსნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გ.მაჩაბელმა, სკოლების ხელმძღვანელებს მიესალმა ასევე ცენტრის დირექტორის მოადგილე ქ-ნი ი.აბულაძე. 
შემდეგ კი  განათლების მართვის პროგრამების მენეჯერმა მაია ბიწაძემ  პირველი  სამუშაო დღის დღის  წესრიგი გაგვაცნო და დაიწყო პირველი და საინტერესო დღე,იმ გაგებით ,რომ მოვისმინეთ მასწავლებელთა პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები:
1.მასწავლებლის  საქმიანობის  შეფასება  სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ -- პროცესები და ინსტრუმენტები.           (ი,სამსონია)
2.სქემის დანერგვის მონიტორინგი სკოლის დონეზე - კახა ჟღენტი
 პირველმა დღემ საკმაოდ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა.


2 დღე:
საკონფერენციო დარბაზში ერთიანი შეხვედრის შემდეგ დაიწყო პარალელური სესიები,მათგან მე მოვისმინე:
1. თემა:"სკოლაში მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება და უწყვეტი განათლების ხელშეწყობა"
2. თემა: "მასწავლებელთა თანამშრომლობა                 სკოლის პერსონალის  პროფესიული  განვითარება"
3". მოსწავლეთა  თვითმმართველობა-ლიდერობის გზა"
 3 დღე
დილითვე დაიწყო პარალელური სესიების მოსმენა,მათგან მე ძალიან მომეწონა მოხსენება 1."მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი  სასკოლო კულტურის  შექმნაში"ასევე მეორე თემა:2. "მშობელთა  და საზოგადოების (თემის) ჩართულობა სკოლის მართვაში".საინტერესო მოსასმენი და პრაქტიკული მაგალითებით იყო გაჯერებული ასევე მოხსენება:3."მშობელთა ჩართულობა სკოლის მართვაში"
4.""არაფორმალური  განათლება დემოკრატიული   მოქალაქეობისათვის"





4 დღე.  კონფერენციის ძირითადი საკითხების შეჯამება-თავმოყრა მოხდა, ასევე  გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილებები, ვიმსჯელეთ  დღეს სკოლებში  არსებულ  პრობლემებზე  და დავსახეთ  მათი  გადაჭრის ჩვენეული  გზები. ამით  ეს საინტერესო და შინაარსიანი კონფერენცია დაიხურა, და დავემშვიდობეთ  ერთმანეთს, მომავალში კოლეგიალური ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების იმედით.











                                                         
                                                                                                                                                                                                                       






Thursday, September 17, 2015

სკოლის არდადაგები

                                                          სასწავლო კალენდარი    

                                                 2015-2016 სასწავლო წელი (იანვარი)



                               

                        მინდა  გისურვოთ მშვიდობიანი და ჰარმონიული წელი;







რეფლექსიისთვის გამოსადეგი მასალა.



ეფექტური პრეზენტაციის 10 წესი.


მასწავლებლია ახალი პროფესიული სტანდარტი.


ეკოლოგია,

                    ბილ  გეიტსის 11 წესი, ანუ მასწავლეთ როგორ ვიცხოვრო       


               

ჩვეულებრივ ყოფაში ბილ გეიტსი მოკრძალებული, მაგრამ პირდაპირი ადამიანია. ერთ-ერთ ამერიკულ სკოლაში სტუმრობისას ცნობილმა მილიარდელმა ბავშვებს იმის შესახებ უამბო, თუ რას უნდა ელოდონ მას მერე, რაც გაიზრდებიან და ზრდასრულთა ცხოვრებით იცხოვრებენ. გეიტსის აზრით, ის პოზიტიური და ჰუმანური განწყობა, რომელსაც სკოლის პედაგოგები მოზარდებს წლების განმავლობაში ჯიუტად უნერგავენ, არცთუ კარგი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს და ბავშვებს იმედებიც კი გაუცრუოს. მილიარდელი აღნიშნავს, რომ სკოლადამთავრებულები რეალურ და მკაცრს სამყაროში თავს ხშირად დაკარგულ უცხოპლანეტელებად გრძნობენ, რადგან ცუდად ესმით, რა არის სიკეთე და ბოროტება. სწორედ ამ თემას ეხება ბილ გეიტსის მიერ ჩამოყალიბებული 11 თეზისი, რომლითაც ის ახალგაზრდებს მიმართავს:

1. ცხოვრებაში ყველაფერი სამართლიანობის კანონებს არ ექვემდებარება. უკეთესია, ამის შესახებ სკოლიდანვე იცოდე.

2. არავის დააინტერესებს, მზად ხარ თუ არა რაიმე აკეთო თუ შენი შესაძლებლობები გაეჭვებს. მთავარია, შენი შრომის შედეგი ამ მომენტში, ამ წამს გქონდეს.

3. არასოდეს იოცნებო იმაზე, რომ სკოლის დამთავრებისთანავე მაღალანაზღაურებად სამსახურში მოეწყობი. შენ არავინ განდობს კომპანიის მართვას, ამას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება.

4. მხოლოდ მაღალ თანამდებობაზე მოხვედრის შემდეგ მიხვდები, თუ რატომ იყო შენს მიმართ მასწავლებელი ასე მკაცრი და მომთხოვნი.

5. კარიერის კეთება თუ გსურს, ქვედა კიბიდან დაიწყე. შენი წინაპრები ამბობდნენ: თუ გინდა, რომ შორს გადახტე, დაბლა უნდა დაიხარო.

6. გქონდეს შეცდომების აღიარების გამბედაობა, სხვებს ნუ დაადანაშაულებ. გახსოვდეს, რომ საკუთარი გამოცდილება ყველაზე ბევრს გასწავლის.

7. უნდა იცოდე, რომ შენი მშობლებიც იყვნენ ახალგაზრდები, მხიარულები და ლაღები, მორალის კითხვა კი შენ ასწავლე. შესაბამისად, ვიდრე გააკრიტიკებ, რამე მნიშვნელოვანი და ღირებული თავად გააკეთე.

8. ბავშვობაში რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ შეგეშლება, მაგრამ ცხოვრება ასეთი ლმობიერი სულ მუდამ არ იქნება.

9. ზრდასრულ ასაკში ცხოვრება ძირითადად შრომისგან შედგება, საკუთარი თავის ძიება კი - ფუფუნებაა, რომელიც მხოლოდ შენივე ხარჯზე გექნება.

10. ცხოვრება - ეს ის არ არის, რასაც ფილმებსა და სერიალებში ხედავ. ცხოვრების უმეტესი დრო შრომას მიაქვს.

11. „არ მინდა ვემეგობრო ზუთხია ფრიადოსანთან" - ნუ იმეგობრებ, მაგრამ მასთან თავაზიანი მაინც იყავი. იქნებ, ბედის ირონიით, ის შენი უფროსი გახდება.

                                                                            მოამზადა ირმა კახურაშვილმა



Monday, May 18, 2015

სასწავლო პროცესის ახალი გზა

               შემაჯამებელი  ტესტირება Edmodo- ს გამოყენებით
მიმდინარე   წლის  18 მაისს  XI  კლასში  გეგმიური  შემაჯამებელი მეცადინეობა  (N-4) ჩავატარე    Edmodo-ს გამოყენებით,ტესტირების  პროცესი ინფორმატიკის კაბინეტში   მიმდინარეობდა, სადაც უკვე  ერთ  თვეში მათ საატესტატო  გამოცდების  ჩაბარება  მოუწევთ.
გამოსაკითხი  მასალა 5 ტიპის  კითხვებისაგან შედგებოდა,იყო როგორც არჩევითპასუხიანი,ასევე ღია ტიპის,მცდარია და ჭეშმარიტია,შესაბამისობები  და ა.შ.
მოსწავლეები დიდი  ინტერესით  მოეკიდნენ  დავალებების  შესრულებას,თუმცა  შედეგებით  არც  თუ  ისე  კმაყოფილი  დავრჩი,გამოცდებზე  უკეთესესის  მოლოდინი  მაქვს.

Friday, May 15, 2015

კერძო სკოლების ასოციაცია



2015 წლის 11 მაისს    საქართველოს კერძო სკოლათა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოში მოქმედ კერძო სკოლათა წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  

 დღის წესრიგი
 მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე: ლია გიგაური

2.      ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მოთხოვნებში შესატანი ცვლილებების პროექტი;
  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე:                                                               გიორგი შარვაშიძე


3.           სასკოლო ელექტრონული ჟურნალების წარმოების პრაქტიკის და შემდგომში        სრულყოფის შესახებ;
      შეხვედრა  საკმაოდ  საინტერესო და საქმიან  ვითარებაში  წარიმართა,მოხდა მთელ  რიგ  საკითხებზე  აზრთა  გაცვლა-გამოცვლა.  კერძო  სკოლების მომავალი  დიდადაა დამოკიდებული საგანმანათლებლო  სფეროში  მიმდინარე სიახლეების უკლებლივ  განხორციელებაზე,ისინი  უნდა განვითარდნენ ,ამდენად  ასეთ შეხვედრებს და ურთიერთგამოცდილების  გაზიარებას  ძალიან  დიდი მნიშვნელობა აქვს  და ჩემი  აზრით  ის უნდა  ატარებდეს სისტემატურ  ხასიათს.
                                                                                      

                                                          

                                                                                             

Monday, April 27, 2015

ტესტები Edmodo- გამოყენებით.



   მიმდინარე   წლის  24  აპრილს  IX   კლასში  გეგმიური  შემაჯამებელი მეცადინეობა 
 (N-4) ჩავატარე    Edmodo-ს გამოყენებით,ტესტირების  პროცესი  ბუნებრივია  გიმნაზიაში  ინფორმატიკის კაბინეტში  ჩატარდა, გამოსაკითხი  მასალა 5 ტიპის  კითხვებისაგან შედგებოდა,იყო როგორც არჩევითპასუხიანი,ასევე ღია ტიპის,მცდარია და ჭეშმარიტია,შესაბამისობები  და ა.შ.
მოსწავლეები დიდი სიხარულითა  და ინტერესით  მოეკიდნენ  დავალებების  შესრულებას, დროშიც ზუსტად  ჩაეტიენ და  მიღებული შედეგებითაც  გახარებულები დარჩნენ,სწორედ ეს არის ჩემთვის პირდაპირი მოტივაციის  საშუალება.


 

Thursday, April 16, 2015

ტესტები Edmodo-ს გამოყენებით


მიმდინარე   წლის  20 მარტს  X  კლასში  გეგმიური  შემაჯამებელი მეცადინეობა  (N-4) ჩავატარე    Edmodo-ს გამოყენებით,ტესტირების  პროცესი  ბუნებრივია  გიმნაზიაში  ინფორმატიკის კაბინეტში  ჩატარდა, გამოსაკითხი  მასალა 5 ტიპის  კითხვებისაგან შედგებოდა,იყო როგორც არჩევითპასუხიანი,ასევე ღია ტიპის,მცდარია და ჭეშმარიტია,შესაბამისობები  და ა.შ.
მოსწავლეები დიდი სიხარულითა  და ინტერესით  მოეკიდნენ  დავალებების  შესრულებას, დროშიც ზუსტად  ჩაეტიენ და  მიღებული შედეგებითაც  გახარებულები დარჩნენ,სწორედ ეს არის ჩემთვის პირდაპირი მოტივაციის  საშუალება.
 შემაჯამებელი  N-5   8 მაისს, ასევე  ჩავატარე    Edmodo-ს გამოყენებით  ამავე   კლასში, მოსწავლეები  ამჯერადაც მეტი  ხალისითა  და ენთუზიაზმით  შეუდგნენ  მუშაობას,შედეგებითაც  არ  დავრჩი  უკმაყოფილო,თუმცა  უკეთესის  მოლოდინი მაქვს.