Thursday, October 22, 2015

კონფერენცია 2015 წლის 22 – 25 ოქტომბერი

                              მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
                                                                            კონფერენცია
                         განათლების მართვის აქტუალური საკითხები - 2015
2015 წლის 22 ოქტომბერს, წყალტუბოში განათლების მართვის აქტუალურ საკითხებზე კონფერენცია  გაიხსნა, კონფერენცია დღის  15:00 საათზე  გახსნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გ.მაჩაბელმა, სკოლების ხელმძღვანელებს მიესალმა ასევე ცენტრის დირექტორის მოადგილე ქ-ნი ი.აბულაძე. 
შემდეგ კი  განათლების მართვის პროგრამების მენეჯერმა მაია ბიწაძემ  პირველი  სამუშაო დღის დღის  წესრიგი გაგვაცნო და დაიწყო პირველი და საინტერესო დღე,იმ გაგებით ,რომ მოვისმინეთ მასწავლებელთა პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები:
1.მასწავლებლის  საქმიანობის  შეფასება  სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ -- პროცესები და ინსტრუმენტები.           (ი,სამსონია)
2.სქემის დანერგვის მონიტორინგი სკოლის დონეზე - კახა ჟღენტი
 პირველმა დღემ საკმაოდ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა.


2 დღე:
საკონფერენციო დარბაზში ერთიანი შეხვედრის შემდეგ დაიწყო პარალელური სესიები,მათგან მე მოვისმინე:
1. თემა:"სკოლაში მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება და უწყვეტი განათლების ხელშეწყობა"
2. თემა: "მასწავლებელთა თანამშრომლობა                 სკოლის პერსონალის  პროფესიული  განვითარება"
3". მოსწავლეთა  თვითმმართველობა-ლიდერობის გზა"
 3 დღე
დილითვე დაიწყო პარალელური სესიების მოსმენა,მათგან მე ძალიან მომეწონა მოხსენება 1."მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი  სასკოლო კულტურის  შექმნაში"ასევე მეორე თემა:2. "მშობელთა  და საზოგადოების (თემის) ჩართულობა სკოლის მართვაში".საინტერესო მოსასმენი და პრაქტიკული მაგალითებით იყო გაჯერებული ასევე მოხსენება:3."მშობელთა ჩართულობა სკოლის მართვაში"
4.""არაფორმალური  განათლება დემოკრატიული   მოქალაქეობისათვის"





4 დღე.  კონფერენციის ძირითადი საკითხების შეჯამება-თავმოყრა მოხდა, ასევე  გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილებები, ვიმსჯელეთ  დღეს სკოლებში  არსებულ  პრობლემებზე  და დავსახეთ  მათი  გადაჭრის ჩვენეული  გზები. ამით  ეს საინტერესო და შინაარსიანი კონფერენცია დაიხურა, და დავემშვიდობეთ  ერთმანეთს, მომავალში კოლეგიალური ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების იმედით.











                                                         
                                                                                                                                                                                                                       






No comments:

Post a Comment