Friday, February 27, 2015

"სასკოლო ქსელები" და კოლეგებთან ურთიერთობა

ურთიერთობა  კოლეგებთან  და  "სასკოლო   ქსელები"

      4.2015 წლის 24  იანვარს  ქ.ქუთაისის  N-17  საჯარო  სკოლაში  შედგა  მასწავლებელთა  მეორე  ეროვნული  კონფერენციაში  გამარჯვებული  თემების  "საუკეთესო  პედაგოგიური  პრაქტიკა"  მოსმენა-გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების  გაზიარება.  ასევე სკოლის  ბაზაზე  მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარების  ჯგუფების  შექმნისა და გამოცდილებების  გაზიარების  მიზნით  სასკოლო  ქსელის  დაფუძნებაც  მოხდა.

                                                                                                     

                                                                                                                       
                                                                  

ტრენინგები და სემინარები

  ტრენინგითანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
ტრენინგის ჩატარების  დრო:   6-7  ივლისი  2012 წელი;
ჩამტარებელი  ორგანიზაციასაქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრი /ასოციაცია  ,,სკოლა-ოჯახი-საზოგადოება";
ტრენინგის მიზანი:  მოსწავლეებზე  ორიენტირებული  გაკვეთილები  ტექნოლოგიების  გამოყენებით.
სამიზნე  ჯგუფისაპატრიარქოს  დაქვემდებარებაში  მყოფი   სკოლების   პედაგოგები.
აქტივობის  მიზანიმასწავლებელთა  მომზადება ელექტრონული  დოკუმენტაციის  სრულყოფილად და მოწესრიგებულად  წარმოებისათვის.
ტრენერიჰონგკონგის უნივერსიტეტის  პროფესორი .ჩერჩილი.
საუბრის  დასაწყისში მან აღნიშნა,რომ  განათლება უნდა იყოს  დროის რელევანტური
.მან ასევე ყურადღება გაამახვილა საკლასო ოთახებში  მოსწავლეთათვის  მოხერხებულად მერხების,სკამებისა და კომპიუტერების  განლაგებაზეც.
კვლევებმა აჩვენა,რომ,აღნიშნა მანმოსწავლე მით უკეთ ითვისებს ცოდნას,რაც უფრო თავისუფალ  სივრცეში  გრძნობს  თავს და რაც უფრო მეტადაა ჩართული სწავლებაში ინფორმაციული  ტექნოლოგიები და პრაქტიკული სამუშაოები.
ლექციური საუბრის  შემდეგ მან ჯგუფების მიხედვით  პრაქტიკული დავალებების მიხედვით მოკლე- მოკლე პრეზენტაციები გაგვაკეთებინა,პრეზენტაციების  შეჯამებისას მან კიდევ ერთხელ  შეგვახსენა,რომ მასწავლებლის  მიზანი  მუდმივად უნდა იყოს დააფიქროს  მოსწავლეები,სანამ ისინი რაიმეს კეთებას დაიწყებდნენ,.."კეთება და ფიქრი",    მუდმივ რეფლექსიას უნდა ჰქონდეს  ადგილი,მათი საბოლოო ნამუშევრით კი უნდა გავარკვიოტ 
,რა ისწავლეს მათ  და რა ვერა.ეს პრაქტიკული  მუშაობა  გაგრძელდა  მეორე  დღესაცტრენინგის  მეორე  დღეს  საუბარი  შეეხო შეფასების  თემასმან აღნიშნა,რომ მოსწავლემ  წინასწარ უნდა იცოდესრას როგორ  შეუფასებთთანაც შევახედოთ  თუ რა მოლოდინები გვაქვს მათგანასევე მან ისაუბრა სკოლებში  დისტანციური  სწავლების
 დანერგვაზეც.
ტრენინგის მნიშვნელობის  დასაბუთება:
ამ ტრენინგში  მონაწილეობა  ჩემთვის    ძალიან  მნიშვნელოვანი  იყო ,რადგან მისი 
 დახმარებით მომავალში  შევეცდები  ჩემს საგაკვეთილო პროცესებში უფრო ხშირად 
გამოვიყენო  კომპიუტერიროგორც  სასწავლო რესურსი და მეტი აქტივობები  
დავგეგმოთ  მისი ჩართვით.
გამოცდილებას  და სიახლეებს რა თქმა  უნდა გავუზიარებ   ჩემს კოლეგებსაც  და  ვეცდები  მათაც დავეხმარო ამ სახის გაკვეთილების დაგეგმვაში,რაც  პროფესიულ  განვითარებასაც შეუწყობს  ხელს.                         
                                                                                                                  .ონიანი

                                                                                                                  08.07.2013.  

ტრენინგები და სემინარები

5. ტრენინგი:  მასწავლების პროფესიული განვითრებათვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასება.
ტრენინგის ჩატარების  დრო:   8 – 9  ივლისი  (10 სთ)
ამოცანები:
მსჯელობა  და განხილვა  მასწავლებლის  პიროვნული  დამოკიდებულებისა  საკუთარი   პროფესიის  მიმართ სწავლისა  და პროფესიული  განვითარების  პროცესში   საკუთარი  ხედვის  და  ღირებულების  მნიშვნელობის  გააზრება.
წარმატებული  სკოლის  მახასიათებლებისა   განვითარების კომპონენტის  მნიშვნელობის მასწავლებლების  მახასიათებლებისა  და  კომპეტენციების  განხილვა.
მასწავლებლის  პროფესიული  სტანდარტის  გაანალიზება  საქმიანობის მოდელების  გაცნობასაკუთარი  გამოცდილების   დაკავშირება   მასწავლებლის  განვითარების  
პროცესსა  და ინდივიდუალურ  პროფესიულ   გეგმებთან.
რეზიუმე:
სქემაში  ჩართული  მასწავლებლებისთვის  განკუთვნილი  ტრენინგი  "მასწავლებლის პროფესიული  განვითარება .პროფესიული  საქმიანობის  შეფასება.კოლეგების თანამშრომლობა  პროფესიული  განვითარეისა  და შეფასების  პროცესში"  საინტერესო  აღმოჩნდა,ტრენინგის  განმავლობაში   ვიმსჯელეთ  და  განვიხილეთ   მასწავლებლის  დამოკიდებულებები   საკუთარი პროფესიის   მიმართ.  ვისაუბრეთ   და გავაანალიზეთ  მასწავლებლის პროფესიული  სტანდარტი.  გავეცანით  შეფასების  ფორმებსა  და მეთოდებს , წარმატებული სკოლების კვლევებზე   შემუშავებული  პროფესიული  განვითარების  პროგრამების   ეფექტიანობის  პრინციპებს,  ფორმებსკოლეგებთან  თანამშრომლობის  აუცილებლობასშეფასებისა  და თვითშეფასების  სახეებს.
მნიშვნელობის  დასაბუთება:
ტრენინგის  ყოველი  მონაწილე  შეძლებს  მიღებული  ცოდნა  გაუზიროს  კოლეგებს
  საგნობრივი  კათედრის  სხდომაზე  და მიღებული  ცოდნა აქტიურად  გამოიყენოს
  სასწავლო  პროცესსა და  პედაგოგიურ  პრაქტიკაში.
                                                                                                                                                           
                                                                                           .ონიანი
                                                                                        10.07.2013წელი.



ტრენინგები და სემინარები

ტრენინგი: " თანამშრომლობითი  პროექტების  დაგეგმვა  და მართვა  eTwining.Plus  ფარგლებში"
ჩატარების  თარიღი:  13  - 17 /12  2013 წელი.
ჩატარების  ადგილი:  წყალტუბო,  სასტუმრო  " ოაზისი"
ჩამტარებელი  ორგანიზაციამასწავლებელთა  პროფესიული  გადამზადების  ეროვნული  ცენტრი.
სამიზნე  ჯგუფიზოგადსაგანმანათლებლო  სკოლების  პედაგოგები.
აქტივობის  მიზანისაქართველოს  სკოლების  მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარება .სასწავლო  და თანამშრომლობითი  პროექტების  დაგეგმვისა  და  მართვის  შესწავლა,  პარტნიორების  მოძიება eTwining.Plus  პორტალზე.
აქტივობის დეტალური აღწერატრენინგის პირველ დღეს მონაწილეები მთელი საქართველოდან შევიკრიბეთ წყალტუბოშისასტუმრო  "ოაზისში",  საერთო  შეხვედრა  გაიმართა  სააქტო  დარბაზში ,სადაც  ტრენინგის  ადმინისტრატორმა ,თეონა  კუპატაძემ  გაგვაცნო  ტრენინგის  მიზნები ტრენინგის  მიზნები  და პროგრამასაერთო    პრეზენტაციის  შემდეგ  დავიყავით   სამუშაო  ჯგუფებად  და გავემგზავრეთ  ქუთაისის  სკოლებში  კომპიუტერულ   ლაბორატორიებში  პრაქტიკული   სამუშაოებისთვისტრენერმა შორენა  ბადურაშვილმა  გვასწავლა  eTwining.Plus    პორტალზე  Twinspace -ზე     პარტნიორების  მოძებნისა   და პროექტებში  თანამონაწილეობის  ხერხებიეს პრაქტიკული  მუშაობა  გაგრძელდა  მეორე  დღესაცტრენინგის  მესამე  დღეს კი ისევ  წყალტუბოში   შევიკრიბეთ .  ჩვენი , 22 -კაციანი  ჯგუფის ტრენერი    გახლდათ  -  პავლე  თვალიაშვილი.მეწყვილის  საშუალებით  ჯერ ერთმანეთი  გავიცანით შემდეგ    შემდეგ  კი   ნმა პავლემ  ისაუბრა  ტრენინგის  მიზანზე  და გვთხოვა ჩამოგვეწერა  სასწავლო  პროექტის  დადებითი  და უარყოფითი  მხარეები,მოვაწყვეთ  ნაშრომების  პრეზენტაცია.
დღე  მეოთხედაიწყო  რეფლექსიით   გავიხსენეთ  წინა დღის   აქტივობები.მომდევნო  ეტაპზე  ძირითადი  დრო  დავუთმეთ იდეების  შეფასების  კრიტერიუმებისა  და  ინდიკატორების  გაწერას,ჯგუფური  მუშაობის   პრინციპით,შესრულებული   დავალებები  პრეზენტაციის  რეჟიმში  განვიხილეთ,გაიმართა  აქტიური  დისკუსია.
შემდეგი  აქტივობა  ისევ ჯგუფებში  განვახორციელეთ --  დავალების პირობა მეტად სახალისო  და საინტერესო იყო:-  ჩვენ უნდა  მიგვეყიდა  ცნობილი "ბიზნესმენისთვის"  ჩვენი პროდუქცია,მის დასაინტერესებლად რამდენიმე წუთი  გვქონდა ,   "ბიზნესგარიგების " ადგილი  ლიფტი იყოვიტყვი იმასაცრომ  ყველა ჯგუფი ამ სამუშაოს დიდი ხალისით და ენთუზიაზმით მოეკიდაშეიქმნა  საინტერესო,  კრეატიული  რესურსები.
ტრენინგის  მნიშვნელობა:
ამ ტრენინგში  მონაწილეობა  ჩემთვის    ძალიან მნიშვნელოვანი  იყო ,რადგან მისი  დახმარებით   ჩემი  ზედაპირული  ცოდნა  ამ  საკითხებთან  დაკავშირებით    უფრო ღრმა და მყარი  გახდა,რაც საშუალებას მომცემს გაკვეთილები ახლებურად და შინაარსიანად  დავგეგმო.
ამ ტრენინგზე  მიღებული  ცოდნის  საშუალებით შევძლებ  დავგეგმო  და  ვმართო  პროექტებივიპოვო  თანამოაზრეები  და ჩავერთო  სხვადასხვა   საინტერესო  პროექტებში,გამოცდილებას  და სიახლეებს რა თქმა  უნდა გავუზიარებ  კოლეგებს და  ვეცდები  მათაც დავეხმარო პროფესიულ  განვითარებაში.                                                                                       
                                                                                     .ონიანი


                                                                                        18.12.2013წელი.