Friday, February 27, 2015

ტრენინგები და სემინარები

ტრენინგი: " თანამშრომლობითი  პროექტების  დაგეგმვა  და მართვა  eTwining.Plus  ფარგლებში"
ჩატარების  თარიღი:  13  - 17 /12  2013 წელი.
ჩატარების  ადგილი:  წყალტუბო,  სასტუმრო  " ოაზისი"
ჩამტარებელი  ორგანიზაციამასწავლებელთა  პროფესიული  გადამზადების  ეროვნული  ცენტრი.
სამიზნე  ჯგუფიზოგადსაგანმანათლებლო  სკოლების  პედაგოგები.
აქტივობის  მიზანისაქართველოს  სკოლების  მასწავლებელთა  პროფესიული  განვითარება .სასწავლო  და თანამშრომლობითი  პროექტების  დაგეგმვისა  და  მართვის  შესწავლა,  პარტნიორების  მოძიება eTwining.Plus  პორტალზე.
აქტივობის დეტალური აღწერატრენინგის პირველ დღეს მონაწილეები მთელი საქართველოდან შევიკრიბეთ წყალტუბოშისასტუმრო  "ოაზისში",  საერთო  შეხვედრა  გაიმართა  სააქტო  დარბაზში ,სადაც  ტრენინგის  ადმინისტრატორმა ,თეონა  კუპატაძემ  გაგვაცნო  ტრენინგის  მიზნები ტრენინგის  მიზნები  და პროგრამასაერთო    პრეზენტაციის  შემდეგ  დავიყავით   სამუშაო  ჯგუფებად  და გავემგზავრეთ  ქუთაისის  სკოლებში  კომპიუტერულ   ლაბორატორიებში  პრაქტიკული   სამუშაოებისთვისტრენერმა შორენა  ბადურაშვილმა  გვასწავლა  eTwining.Plus    პორტალზე  Twinspace -ზე     პარტნიორების  მოძებნისა   და პროექტებში  თანამონაწილეობის  ხერხებიეს პრაქტიკული  მუშაობა  გაგრძელდა  მეორე  დღესაცტრენინგის  მესამე  დღეს კი ისევ  წყალტუბოში   შევიკრიბეთ .  ჩვენი , 22 -კაციანი  ჯგუფის ტრენერი    გახლდათ  -  პავლე  თვალიაშვილი.მეწყვილის  საშუალებით  ჯერ ერთმანეთი  გავიცანით შემდეგ    შემდეგ  კი   ნმა პავლემ  ისაუბრა  ტრენინგის  მიზანზე  და გვთხოვა ჩამოგვეწერა  სასწავლო  პროექტის  დადებითი  და უარყოფითი  მხარეები,მოვაწყვეთ  ნაშრომების  პრეზენტაცია.
დღე  მეოთხედაიწყო  რეფლექსიით   გავიხსენეთ  წინა დღის   აქტივობები.მომდევნო  ეტაპზე  ძირითადი  დრო  დავუთმეთ იდეების  შეფასების  კრიტერიუმებისა  და  ინდიკატორების  გაწერას,ჯგუფური  მუშაობის   პრინციპით,შესრულებული   დავალებები  პრეზენტაციის  რეჟიმში  განვიხილეთ,გაიმართა  აქტიური  დისკუსია.
შემდეგი  აქტივობა  ისევ ჯგუფებში  განვახორციელეთ --  დავალების პირობა მეტად სახალისო  და საინტერესო იყო:-  ჩვენ უნდა  მიგვეყიდა  ცნობილი "ბიზნესმენისთვის"  ჩვენი პროდუქცია,მის დასაინტერესებლად რამდენიმე წუთი  გვქონდა ,   "ბიზნესგარიგების " ადგილი  ლიფტი იყოვიტყვი იმასაცრომ  ყველა ჯგუფი ამ სამუშაოს დიდი ხალისით და ენთუზიაზმით მოეკიდაშეიქმნა  საინტერესო,  კრეატიული  რესურსები.
ტრენინგის  მნიშვნელობა:
ამ ტრენინგში  მონაწილეობა  ჩემთვის    ძალიან მნიშვნელოვანი  იყო ,რადგან მისი  დახმარებით   ჩემი  ზედაპირული  ცოდნა  ამ  საკითხებთან  დაკავშირებით    უფრო ღრმა და მყარი  გახდა,რაც საშუალებას მომცემს გაკვეთილები ახლებურად და შინაარსიანად  დავგეგმო.
ამ ტრენინგზე  მიღებული  ცოდნის  საშუალებით შევძლებ  დავგეგმო  და  ვმართო  პროექტებივიპოვო  თანამოაზრეები  და ჩავერთო  სხვადასხვა   საინტერესო  პროექტებში,გამოცდილებას  და სიახლეებს რა თქმა  უნდა გავუზიარებ  კოლეგებს და  ვეცდები  მათაც დავეხმარო პროფესიულ  განვითარებაში.                                                                                       
                                                                                     .ონიანი


                                                                                        18.12.2013წელი.

No comments:

Post a Comment