Thursday, October 22, 2015

2015-2016 სასწავლო წელი -ღია გაკვეთილები.

    2015 წლის 22 ოქტომბერს   ჩატარდა ღია  გაკვეთილი   Xკლასში,
              საგნები  საღმრთო  სჯული-ბიოლოგია 
       
       
   მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარდათ  საიფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტში,       გაკვეთილი დავიწყეთ  მოკლე ვიდეოკოლაჟით,     ვიდეო    


1.  გაკვეთილის თემა
არაორგანული  ნივთიერებები- წყალი,მისი ფიზიკური და ქიმიური თვისებები,მისი მნიშვნელობა ადამიანის  ორგანიზმისათვის;
2.  სწავლების საფეხური და კლასი
 საშუალო -     X  კლასი
3.  ინტეგრირებული საგნები,მასწავლებლების სახელი, გვარი
საგნები
მასწავლებლ(ებ)ის სახელი, გვარი
საღმრთო  სჯული
ბიოლოგია
+ დეკანოზი  ზურაბი  (სუბელიანი)

მაია  ონიანი
4.  მოსწავლეთა რაოდენობა
17  მოსწავლე
5.              განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
 ასეთი   საჭიროებების მქონე  მოსწავლეები კლასში  არ  არიან.
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
ბიოლ. წყლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების საფუძველზე გაიაზრებენ  წყლის ბიოლოგიურ  როლს   
   დაასაბუთებენ  ამ  ნივთიერების აუცილებლობას სიცოცხლისა და  ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესებისათვის;
საღმრთო  სჯული:  შეისწავლიან ნაკურთხი წყლის თვისებებს და მის დადებით ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
   შედეგი  თვალსაჩინოა,თუ  მოსწავლე:
ბიოლ.X.5.3. ასაბუთებს  უჯრედის  შემადგენლობაში შემავალი    არაორგანული  და ორგანული  ნივთ-ბების აუცილებლობას ორგანიზმისთვის;
ბიოლ.X.5.5. წყლის ფიზიკური  და ქიმიური  თვისებების  საფუძველზე  ასაბუთებს  სიცოცხლისათვის  მის  აუცილებლობას;
კვლ.X-4. მოსწავლეს  შეუძლია  მონაცემთა ანალიზი  და შეფასება.
8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
            გაკვეთილის  მსვლელობა;  
 აქტივობა I.  ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების შემდეგ   საგაკვეთილო  განწყობის  შესაქმნელად ვიდეოს ჩვენება-„წყალი  ბუნებაში“ https://www.youtube.com/watch?v=a5y9X-2NIGo ( 5წთ)
მოსწავლეთა გააქტიურება ვიდეოს მიხედვით  წყლის ბუნებრივი  მდგომარეობების განხილვა;  მოსწავლეები ასაბუთებენ წყლის როლს დედამიწაზე  ცოცხალი ორგანიზმებისათვის;
აქტივობ II.  (2წთ) დაფაზე წარმოდგენილი უჯრედის ქიმ.შედგენილობის სქემის ცარიელი უჯრების შევსება გონებრივი იერიშით.
უჯრედის ქიმიური შემადგენლობააქტივობა III.  (8 წთ) მოსწავლეები წარმოადგენენ წყალთან დაკავშირებულ   საპრეზენტაციო მასალას, რომელიც საშინაო დავალებად ჰქონდათ მიცემული.
1.რა ფუნქციება ასრულებს ორგანიზმში  წყალი?
2.წყალი და მისი განსაკუთრებულობა.
3.საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ;
4.წყლის მეხსიერება;
  მოკლე  რეპლიკა  მამა ზურაბის ჩართვა წყლის მეხსიერებასა და მის პოზიტიური და ნეგატიური  გავლენის  შესახებ;
  აქტივობა IV. მინი ლექცია  (15წთ)
v  წყლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების განხილვა;
v  .წყლის ბიოლოგიური ფუნქციები;
v  სენსაციური სიახლეები წყალზე;
    აქტივობა V.  მოკლე  ვიდეო - წყლის კურთხევა  (4წთ)
      მოკლე საუბარი  მამაოსი  ნაკურთხი  წყლის გავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე;  ( 9წთ)
     {მაგალითები  სახარებიდან - (იოან 4.10);  (იოან 4.14);  
               ( იოან 9: 6.7).;   ( მარკ.4: 38-39);  (მათ. 14: 24-26): }
VI.  საშინაო   დავალება -2  წთ.
$1.2.  გვ.9 _ 14,  კითხვებზე პასუხების  დაწერა საშინაო დავალების რვეულებში;
საღმრთო  სჯული-
9.   შეფასება
შეფასება  განმსაზღვრელი და განმავითარებელი
10. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

ტექნიკა და ინსტრუმენტები X       კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელონ.ზაალიშვილი ნ.იოსებაშვილის ავტორობით;დამხმარე  ბიოლოგიური   ენციკლოპედია,   1 კომპიუტერი პროექტორი ცხრილები,დიაგრამები პლაკატები,  დაფა,  ცარცი;


                                                             










       

კონფერენცია 2015 წლის 22 – 25 ოქტომბერი

                              მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
                                                                            კონფერენცია
                         განათლების მართვის აქტუალური საკითხები - 2015
2015 წლის 22 ოქტომბერს, წყალტუბოში განათლების მართვის აქტუალურ საკითხებზე კონფერენცია  გაიხსნა, კონფერენცია დღის  15:00 საათზე  გახსნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გ.მაჩაბელმა, სკოლების ხელმძღვანელებს მიესალმა ასევე ცენტრის დირექტორის მოადგილე ქ-ნი ი.აბულაძე. 
შემდეგ კი  განათლების მართვის პროგრამების მენეჯერმა მაია ბიწაძემ  პირველი  სამუშაო დღის დღის  წესრიგი გაგვაცნო და დაიწყო პირველი და საინტერესო დღე,იმ გაგებით ,რომ მოვისმინეთ მასწავლებელთა პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები:
1.მასწავლებლის  საქმიანობის  შეფასება  სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ -- პროცესები და ინსტრუმენტები.           (ი,სამსონია)
2.სქემის დანერგვის მონიტორინგი სკოლის დონეზე - კახა ჟღენტი
 პირველმა დღემ საკმაოდ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა.


2 დღე:
საკონფერენციო დარბაზში ერთიანი შეხვედრის შემდეგ დაიწყო პარალელური სესიები,მათგან მე მოვისმინე:
1. თემა:"სკოლაში მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება და უწყვეტი განათლების ხელშეწყობა"
2. თემა: "მასწავლებელთა თანამშრომლობა                 სკოლის პერსონალის  პროფესიული  განვითარება"
3". მოსწავლეთა  თვითმმართველობა-ლიდერობის გზა"
 3 დღე
დილითვე დაიწყო პარალელური სესიების მოსმენა,მათგან მე ძალიან მომეწონა მოხსენება 1."მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი  სასკოლო კულტურის  შექმნაში"ასევე მეორე თემა:2. "მშობელთა  და საზოგადოების (თემის) ჩართულობა სკოლის მართვაში".საინტერესო მოსასმენი და პრაქტიკული მაგალითებით იყო გაჯერებული ასევე მოხსენება:3."მშობელთა ჩართულობა სკოლის მართვაში"
4.""არაფორმალური  განათლება დემოკრატიული   მოქალაქეობისათვის"





4 დღე.  კონფერენციის ძირითადი საკითხების შეჯამება-თავმოყრა მოხდა, ასევე  გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილებები, ვიმსჯელეთ  დღეს სკოლებში  არსებულ  პრობლემებზე  და დავსახეთ  მათი  გადაჭრის ჩვენეული  გზები. ამით  ეს საინტერესო და შინაარსიანი კონფერენცია დაიხურა, და დავემშვიდობეთ  ერთმანეთს, მომავალში კოლეგიალური ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების იმედით.